კურიერის ექსკლუზივი - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მღვდლის შვილია
კურიერის ექსკლუზივი - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მღვდლის შვილია.პირველ დეკემბერს ჩხუბის 23 მონაწილიდან ერთ-ერთი დავით მენაბდე იყო, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი.
დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, კურიერის მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში არ ჩანს.
მისი დაჭრის ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. საქმეში არსებობს ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს ხორავას ქუჩის ფარდულში დავით მენაბდე ვერცხლისფერ საგანს ურტყამდა. იყო თუ არა ეს დანა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
სასამართლო დარბაზში ჩხუბის უშუალო მონაწილე და მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ახალგაზრდა ყვება, რომ მასთან ერთად სისხლიან გარჩევაში დეკანოზ შიო მენაბდის შვილი მონაწილეობდა.
კურიერის მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ დავით სარალიძეს ვერცხლისფერ საგანს სწორედ ეს პირი ურტყამდა.
ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება მოკლული დავით სარალიძის მამამ გააკეთ. ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მის შვილს ჭრილობა მენაბდემ მიაყენა. ის აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მან პროკურატურას ჯერ კიდევ სამი თვის წინ მიმართა, თუმცა, პროკურატურამ მას კონკრეტული მტკიცებულებები მოსთხოვა, რადგან უწყებაში განუცხადეს, რომ არასრულწლოვანს ვერ დააკავებდნენ მტკიცებულებების გარეშე.
ზაზა სარალიძის თქმით, საქმეში მოწმის სტატუსით მენაბდე ფიგურირებს, თუმცა, მას ბრალდებულის სტატუსი არა აქვს.
დავით სარალიძის მამა ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი სასულიერო პირის შვილია, თუმცა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას საგამოძიებო პროცესის დროს სულ სხვა პირები აფარებდნენ ხელს და მირზა სუბელიანს ასახელებს.
კომენტარი