საფრანგეთში, ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა
საფრანგეთში მარკულის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, რადიაციის გაჟონვის საფრთხე არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" სახანძრო დაცვის ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევის გარემოებები ამჟამად ზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ - მარკული - საფრანგეთის ატომური მრეწველობის ერთ-ერთი ცენტრია.
ატომური ელექტროსადგური კი ქვეყნის სამხრეთით გარის დეპარტამენტში მდინარე რონის ხეობაშია განლაგებული.
კომენტარი