78 ცხოველის ლეში დამარხული და განადგურებულია, ასევე არებულია სასმელი წყლის სინჯები
სურსათის ეროვნული სააგენტო
სტიქიის შედეგად
დახოცილი ცხოველების
ლეშის განადგურებაზე
ზედამხედველობას ახორციელებს.
ცხოველების
ლეშის დამარხვა თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით ხდება. ლეში ნადგურდება ასევე
სპეციალურ
ინსინერატორში
(წვის ღუმელი, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება). დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით
დამარხული
და განადგურებულია
78 ცხოველის
ლეში.
სააგენტოს
სპეციალისტების
ზედამხედველობით
ვაკის ხორცპროდუქტების
საწარმოდან
გატანილია
და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია
41 ტონამდე
მავნებლად
მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის სხვადასხვა უბნიდან, მათ შორის სტიქიის შედეგად დაზარალებული წერტილებიდან სასმელი წყლის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი და მოსახლეობას ეცნობება. წყლის ნიმუშის აღება გრძელდება.
კომენტარი