სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს არის გაქცევა იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ეკისრება - ხატია დეკანოიძე

"ივანიშვილი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას და ის საკუთარ გუნდს დააკისროს"- ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ.

"ეს არის გაქცევა იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ეკისრება. პრაქტიკულად ქვეყანა დეფოლტის წინაშე დგას. უმძიმესი მდგომარეობაა როგორც სოციალური კუთხით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით.

მან გადაწყვიტა მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ მდგომარეობაზე, პოლიტიკურ კრიზისზე საკუთარ გუნდს დააკისროს" - აცხადებს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს თავისი გუნდი და წავიდეს პოლიტიკიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100