ივანიშვილის ტელევიზიის ეთერში გასვლის თარიღი ორშაბათს დასახელდება
გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის საცდელი მაუწყებლობა 10 თებერვალს უნდა გასულიყო ეთერში, სიმართლეს არ შეესაბამება,-განაცხადა "ჯეონიუსთან" ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
"10 თებერვალს არც იგეგმებოდა და ბუნებრივია, ვერც გავიდოდა ტელევიზიის საცდელი მაუწყებლობა ეთერში. ტელევიზიასთან დაკავშირებით ორშაბათის ბრიფინგზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციას, 15 თებერვალს შედგება",-აცხადებს მაია ფანჯიკიძე "ჯეონიუსთან" საუბარში და იქვე დასძენს, რომ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი იმ ადამიანების ვინაობა, ვინც საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენენ.
ცნობისთვის, საინიციატივო ჯგუფი მოამზადებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელ ყრილობას, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ გაიმართება.
კომენტარი