ოკიპანტებმა ხარკოვში სკოლები, ტაძრები და მარკეტები დაბომბეს - არის მსხვერპლიც
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვში სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა წერს, რომ ოკუპანტებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს ხარკოვზე კონტროლის დამყარება. ბოლო დღეებში თავდასხმების დროს ხარკოვში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსი, სამთავრობო შენობა და საცხოვრებელი სახლები.
კომენტარი