სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურში ცვლილებები გელით. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში იდილია სუფევს. საყვარელი ადამიანი რომანტიკულადაა განწყობილი და საინტერესო საღამოს მოგიწყობთ.

კურო
სასიხარულო მომენტებით დატვირთული დღე გელით. დღის პირველ ნახევარში მეტი აქტიურობა მოგეთხოვებათ. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ, სადაც მხიარულებასაც შეძლებთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეების დეტალების განხილვას.

ტყუპი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. შეეხმიანეთ გავლენიან მეგობრებს, რომელთა დახმარებითაც საქმეების მოგვარებას შეძლებთ. პირად ცხოვრებში სასიამოვნო სიახლეები გელით. ზოგიერთს საღამოს ძველ შეყვარებულებთან გელით შეხვედრა.

კირჩხიბი
მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნეთ კოლეგებთან. მათთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ.

ლომი
სამსახურის საქმეებს მარტივად მოაგვარებთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები, იდეები. ეცადეთ სამსახურში დიდხანს არ გაჩერდეთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

ქალწული
რჩევა შეგიძლიათ ყველას ჰკითხოთ, მაგრამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
სამსახურის საქმეებს წარმატებით მოაგვარებთ და უფროსისა და კოლეგების შექებას დაიმსახურებთ. საღამოს შეეხმიანეთ ან მოინახულეთ უფროსი ასაკის ნათესავები.

მორიელი
თუ არ იზარმაცებთ, ყველაფერი გამოგივათ. იყავით მეტად მობილიზებული და აქტიური. საქმიანი შეხვედრებისა და ხელშეკრულებების გაფორმების დღეა. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად ლმობიერი უნდა იყოთ.

მშვილდოსანი
ნიჭის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. საყვარელ ადამიანს ლამაზი ქცევით მოხიბლავთ.

თხის რქა
წარმატებული დღე გელით. მთავარია, მოინდომოთ და იაქტიუროთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მარტოხელებისთვის ფლირტი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი გახდება.

მერწყული
სამსახურის საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულებას დაუთმეთ.

თევზები
ეცადეთ, გაარკვიოთ სწორად გაიგეს თუ არა გარშემო მყოფებმა თქვენი ნათქვამი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ბოლოს როდის იმხიარულეთ? ეცადეთ, გაიხალისოთ ცხოვრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100