
სავალდებულო კარანტინი 8 დღემდე შემცირდება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სავალდებულო კარანტინი 8 დღემდე შემცირდება. სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებას დღეს 13:00 საათზე საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა კომენტარი.
„საკარანტინო პერიოდი შემცირდა 14-დან 12 დღემდე. ახლა განიხილება რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ერთ-ერთია 8-დღიანი კარანტინი და შემდეგ ტესტირება. გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით შეიძლება იყოს“, – ამბობდა გამყრელიძე.
კომენტარი