სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში?

ზამთრის საბურავები და ყინვაგამძლე სითხე ზამთარში უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელი ატრიბუტებია. გარდა ამისა სპეციელისტები პლასტმასის ან რეზინის ფარდაგების ყიდვასა და მშრალი რეცხვისთვის უპირატესობის მინიჭებასაც გვირჩევენ.

ავტომობილის გარეცხვის შემდეგ, აუცილებელია საკეტები კარგად გაამშრალოთ და საბარგულისა თუ სალონის კარები ზედიზედ რამდენჯერმე გააღოთ და დაკეტოთ, რაც მათი გაყინვისგან დაგაზღვევთ.

ზამთრის ცივ და სველ ზეზონზე ასევე რეკომენდირებულია ფარდაგების ხშირად რეცხვა და გამშრალება. რაც შეეხება მანქანის აკუმულატორს წელიწადის ცივ სეზონზე სპეციალისტები მის თვეში ერთხელ დატენვას გვირჩევენ.

ავტომობილს ყველა მძღოლი სხვადასხვანაირად უვლის თუმცა ზამთარში, ცივი სეზონისთვის შესაფერისი საბურავების აუცილებლობაზე არავინ დავობს. სპეციალისტების განმარტებით ზამთრის საბურავები ავტომობილის მოცურებისგან გვაზღვევს, რადგან ისეა დამზადებული, რომ ცივ ასფალტზე მეტი მოჭიდება აქვს.

ცივი სეზონის დასრულების შემდეგ ავტომობილს ზაფხულის საბურავები უნდა მოვარგოთ, რადგან ზამთრის საბურავები ცხელ ასფალტზე ადვილად ცვთება. ქართულ ბაზარზე ზამთრის საბურავის ფასი 5-10 პროცენტით მეტია ზაფხულისაზე.

თბილისსა და რეგიონებში სინოპტიკოსები უამინდობას პროგნოზირებენ, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენს ავტომობილს ზაფხულის რეჟიმზე ჯერ ვერ გადაიყვანთ, ასე რომ გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები და იმგზავრეთ უსაფრთხოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100