ნიოტაიმორი ანუ სუში ქალის შიშველი სხეულიდან: „თეფშის“ შეხება აკრძალულია
ნიოტაიმორი ცნობილია,როგორც “სხეულის სუში”, მსურველები იაპონურ სამზარეულოს აგემოვნებენ ქალის სხეულიდან. ჩინეთში 2005 წელს აკრძალეს ნიოტაიმორი.
მიზეზად დაასახელეს, რომ ეს მორალს ეწინააღმდეგებოდა.საკვები, რომელიც ქალის სხეულზე დევს, თანდათან თბება სხეულის ტემპერატურამდე, რის შედეგადაც კლიენტი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და უკეთ შეიგრძნობს საკვების გემოს.
აკრძალულია ,,თეფშთან” საუბარი, ხელით შეხება და მითუმეტეს – ფათური, ან ნებისმიერი რამ, რაც მას შეაწუხებს. გოგონებს დიდი ხნის განმავლობაში წვრთნიან, რათა რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად იწვნენ.
გოგონები არ უნდა შეხტნენ ან არ შეიშმუშნონ, თუკი ცივი სასმელი გადაესხმებათ ან შემთხვევით ჩხირები უჩხვლეტთ. მაგიდაზე წამოწოლამდე მათ ბანენ სპეციალური საპნით, რათა სასიამოვნო სურნელი ჰქონდეთ.
წყარო: გვერდი "ფეისბუქზე – "იცით თუ არა, რომ..."
კომენტარი