თიბისის მხარდაჭერით, რესტორანი „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა და სტუმრების მასპინძლობისთვის მზადაა
თიბისის
მხარდაჭერით, ზვიად
გამსახურდიას სახელობის
სანაპიროზე #80-ში, „წისქვილი
ჯგუფის“ რიგით
მე-8 რესტორანი
- „წისქვილი ტერასა“
გაიხსნა, რომელიც
სტუმრების მასპინძლობისათვის უკვე
მზადაა.
პროექტის
ჯამური ღირებულება
2,5 მილიონი ლარია,
საიდანაც თიბისის
თანამონაწილეობა 2 მილიონ
ლარს შეადგენს.
ახალი
რესტორანი მთავარ
დარბაზს სცენით,
გამწვანებულ ტერასას,
საზაფხულო ბარსა
და ვიტრაჟულ
სივრცეებს აერთიანებს.
„წისქვილი
ტერასას“
დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი
მასალები - თიხა
და ხე.
ასევე, ლითონის
დეტალები და
მცენარეები.
რესტორანში
მოწყობილია სხვადასხვა
ტიპის ღია
სამზარეულოები, სადაც
მომზადდება როგორც
ქართული ტრადიციული
კერძები, ისე
რესტორნის ბრენდ
შეფის - ალექს
ნათაძის საავტორო
და სეზონური
კერძები.
სამზარეულოში
განთავსებულია როგორც
მაყალი, ისე
დახურული და
ღია ტიპის
გრილები – Josperi და Parrilla. იტალიიდან ჩამოტანილ
ღუმელში კი
ცომეული გამოცხვება.
თიბისი
„წისქვილი
ჯგუფის“
ზრდისა
და
განვითარების
მხარდამჭერია
ჯგუფის
დაარსების
დღიდან.
პირველი რესტორანი
- „ეთნო წისქვილი“
2002 წელს გაიხსნა,
რომელიც დღეს
ქართული ტრადიციული
რესტორნების ყველაზე
მსხვილი ქსელია
საქართველოში და
თბილისსა და
მის შემოგარენში
8 რესტორანს აერთიანებს:
„ეთნო წისქვილს“,
„ლუდის მოედანს“,
„ღვინის ეზოს“, “წისქვილს მცხეთაში”,
„წისქვილს ვაკეში“,
„წისქვილს წყნეთში“
და „წისქვილი
ტერასას“. ასევე,
კომპანიის მფლობელობაშია მულტიფუნქციური სივრცე
„თეატრი“ და
პრემიუმ პროდუქტების
ორი მარკეტი
„წისქვილი ბაზარი“.
კომენტარი