სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შესვენებიდან დაბრუნებულ საჯარო მოხელეს, უთხრეს, რომ გათავისუფლებული იყო - სკანდალი გორის მერიაში

გორის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი დაითხოვეს.

სამსახურიდან შესვენებაზე გასულ საჯარო მოხელეს დაბრუნებისას უთხრეს რომ მერიაში აღარ მუშაობდა.
დავით ჭალიძე კაბინეტში აღარ შეუშვეს.

ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ვარაუდობს, რომ სოციალურ ქსელში მისი აქტიურობაა და მერის მოადგილესთან არსებული დაპირისპირებაა უწყებაში არ მოეწონათ.
დავით ჭალიძე სასამართლო დავას იწყებს.

ჩემს სამართლიან პოზიციას ვაფიქსირებ სოციალურ ქსელებში, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ხელისუფლება ჩემს მიმართ ახორციელებს დევნას. ამიტომაც, სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ მოვახდინო სამართლებრივი რეაგირება".- ამბობს დავით ჭალიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს რომ ჭალაძის სამსახურიდან გათავისუფლება ამ მიზეზით არ მომხდარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100