სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კახიანი: მეორე ტურის წინ "ნაციონალური მოძრაობა" მიხვდა,რომ მოძალადე რეჟიმს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს

"ორმაგი სტანდარტი ნაციონალური მოძრაობისთვის ეს არის ჩვეულებრივიი მოვლენა, მეორე ტურის წინ ისინი მიხვდნენ,რომ მოძალადე რეჟიმს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, დღეს უკვე სულ სხვა რეალობაა,ისინი ცდილობენ გარკვეულწილად იმიჯის შეცვლას, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა,იმიტომ რომ ყოველ ნაბიჯზე ისინი ამჟღავნებენ რეალურ სახეს.


მის მაგალითი იყო ის ინტერვიუც,რომელიც ბატონ ვაშაძეს ჰქონდა ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველესთან".

ფაქტიურად მან დაადასტურა ის,რომ ერთადერთი მისი ამოცანაა მოძალადეების შეწყალება , ქვეყანაში დესტაბილიზაციის ,არეულობის მოწყობა. დარწმუნებული ვარ,რომ საზოგადოება გასცემს შესაბამის პასუხს. გიორგი კახიანი წინასაარჩევნო პერიოდზე და მიმდინარე პროცესებზე შეხვედრები იქნება ძალიან მაშტაბური, შეხვედრები იქნება ყველა ქალაქში,ყველა სოფელში. ქალბატონი სალომე ამ პროცესებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს,იგი ამ წუთებშიც აქ იმყოფება და საზოგადოების წინაშეც ძალიან ბევრჯერ,ხშირად გამოჩნდება.უშუალოდ მას ექნება შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, საზოგადოებამ უკვე მოისმინა და კიდევ ბევრი გადაწყვეტილების თაობაზე იქნება ინფორმირებული. იმ გადაწყვეტილებების,რომელიც იქნება სრულიად ადეკვატური საზოგადოებაში არსებული გამოწვევების. იმავდროლად ხდება სრული მობილიზება ჩვენი მხარდამჭერების. დარწმუნებული ვარ,რომ ეს არჩევნების შედეგებზეც შესაბამისად აისახება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100