სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამის წაკითხვის შემდეგ ასპირინი თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება

ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი ასპირინი სხვა არაერთი და ძალზედ ეფექტური თვისების მატარებელიც ყოფილა.

ეს თვისებებია:

დაგეხმარებათ სახეზე გამონაყართან ბრძოლაში - დაფხვენით 2-3 აბი (აუცილებელია, რომ აბები საფარის გარეშე იყოს) და შეურიეთ ლიმონის წვენს. წაისვით მიღებული მასა გამონაყარზე, გაიჩერეთ დაახლოებით ერთი წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ შეიძლება მზეზე გასვლის წინ.

აჩერებს კოღოს ნაკბენის შემდგომ ქავილსა და უსიამოვნო შეგრძნებას - დაასველეთ აბი წყლით იმ დონეზე, რომ კბილის პასტის მაგვარი მასა მიიღოთ, შემდეგ წაისვით ნაკბენზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი.

ამცირებს ფორებს სახის კანზე - 7 აბი ასპირინი გაურიეთ სამ სუფრის კოვზ ნატურალურ იოგურტში ან არაჟანში და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. წაისვით მიღებული მასა სუფთა სახეზე და გაიჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში.

ებრძვის ქეტრლს - 2 აბი ასპირინი დაფშვენით და შეურიეთ შამპუნის იმ მასაში, რომელიც ერთ დაბანაზე გჭირდებათ.

არბილებს და ბებერებისგან ათავისუფლებს ფეხის ტერფებს - 7 აბი ასპირინი გაურიეთ ერთ სუფრის კოვზ ლიმონის წვენში, მიაღებინეთ კბილის პასტის მაგვარი მასის ფორმა. წაისვით ფეხის გულებზე და დადეთ ფეხები თბილ ადგილას 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტარეთ პემზის ქვა პრობლემურ ადგილებზე.

აღადგენს დაზიანებულ თმას - თბილ წყალში გაადნეთ ასპირინის აბები, შემდეგ ეს წყალი გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ. ეს თქვენს თმას უფრო ბზინვარესა და ჯანსაღს გახდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100