გახარიას გუნდი: ცესკო ელექტრონულ აპარატზე არსებულ ინფორმაციას შლის
ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულაპარატებზე არსებული ინფორმციის წაშლა - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე, გახარიას გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, თითოეული დაგვიანებული დღე "ოცნების" მხრიდან უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს ქმნის.
"ამიტომ, დღეს მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შესრულოს ჩვენი მოთხოვნა", - განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე.
ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს და აკმაყოფილოს ჩვენ მოთხოვნას, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.
ცესკო ასევე თავს არიდებს გადმოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესახებ, ვგულისხმობთ დოკუმენტაციას, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, სიის შენახვის ვადას და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს.
დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას - ცესკოს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმციის წაშლა.
თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია.
ამიტომ, დღეს მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შესრულოს ჩვენი მოთხოვნა.
წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
კომენტარი