ტვინის კოქტეილი მათთვის, ვინც გონებრივად მუშაობს
ხანგრძლივი გონებრივი მუშაობის დროს ადამიანის ტვინს „დახმარება“ სჭირდება. საამისოდ დიეტოლოგებს შესანიშნავი რეცეპტი აქვთ შემუშავებული.
იმისათვის, რომ გონებრივად არ გამოიფიტოთ, დაამზადეთ ასეთი საკვები: ერთმანეთს შეურიეთ 150 გრამი გახეხილი ვაშლი, ნახევარი ფორთოხლის წვენი, სამი სუფრის კოვზი თაფლი და ათი ცალი გარჩეული კაკალი. ეს ნარევი მიიღეთ და შედეგს თავად ნახავთ. თუ ეს რეცეპტი არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ, სხვა სცადოთ. ნახევარ ჭიქა ჰერკულესს ღამით დაასხით კეფირი, დაამატეთ 150 გრამი გახეხილი ვაშლი, რამდენიმე ცალი გარგარის ჩირი, ქიშმიში გემოვნებით. კეფირის ნაცვლად შეგიძლიათ რძე ან სულაც თბილი წყალი გამოიყენოთ. ამგვარი ვიტამინიზებული „კოქტეილი“ თქვენს ტვინს მთელი დღის მანძილზე საკვებით უზრუნველყოფს.
კომენტარი