ვაზისუბანში 2 წლის ბავშვი მე-7 სართულიდან გადავარდა
ვაზისუბანში უბედურ შემთხვევას ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა. ნინო მამულაშვილი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა.
ბავშვი საძინებელ ოთახში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ღია ფანჯრიდან გადავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. სახლში მცირეწლოვანის დედა და ბებია იმყოფებოდნენ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.
აღძრულია საქმე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარი