ვანო მერაბიშვილი შსს-ს მაღალჩინოსნებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკა ზღულაძესა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მერაბიშვილმა პოლიციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ გაწეული სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ასრულებენ. პრემიერმინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პენიტენციალურ სისტემაში ახალი კადრების აყვანასა და მათ გადამზადებაზე.
როგორც ეკა ზღულაძემ აღნიშნა, საპატრულო პოლიციას საკმარისი რესურსები აქვს იმისთვის, რომ გასწიოს სამუშაოები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და ამავდროულად იზრუნოს ქართველი საზოგადოების უსაფრთხოებაზეც.
შეხვედრის დასასრულს, პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად მნშვნელოვანია 1-ელ ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგის დაცვას როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დასრულების შემდეგაც.
კომენტარი