სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინის ქალაქი ბერდიანსკი დროებით ოკუპირებულია - დაიღუპა ერთი ადამიანი

ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქი ბერდიანსკი დროებით ოკუპირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, ზაპოროჟიეს რეგიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ცნობებით, ბერდიანსკის პოლიციის განყოფილება დაიშალა. ქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ეს არის ოპერატიული ინფორმაცია დილის 7:00 საათისთვის ბერდიანსკის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციისგან: ბერდიანსკში, ქალაქის აღების ოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა. ბერდიანსკის პოლიციის განყოფილება დაიშალა. ქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე. მუშაობს რამდენიმე კომუნალური მომსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. დილიდან სამხედრო ძალების მოძრაობა ოსიპენკოს თემშიც დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100