როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 თებერვალს ქუთაისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღე +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ფოთშიც, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მესტიაში +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. უნალექე დღე და +11 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში დღისით, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -11 გრადუსი იქნება. გორში უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. გუდაურში დღისით მზე და +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -2 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდები. გურჯაანში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარი