ამ ამბავმა მთელი სკოლა შეძრა - ელენე, ლეიკემიის დიაგნოზით თურქეთის კლინიკაში მკურნალობდა და კორონავირუსმა იმსხვერპლა
თბილისის 139-ე სკოლის მოსწავლა თურქეთში გარდაიცვალა. ელენე ლომიძეს ლეიკემია ჰქონდა, რასაც თურქეთის კლინიკაში მკურნალობის დროს კორონავირუსი დაემატა და გოგონა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
"ელენე ლომაძე აღარ გვყავს, დედამიწა დამწუხრდა, ცათა საუფლოს კი ერთით მეტი ანგელოზი ჰყავს უსაზღვროა ჩვენი წუხილი, ცრემლი და სევდა. ტირიან თანაკლასელები, მეგობრები, ახლობლები, პედაგოგები...
მწუხარეა მისი მშობლიური სკოლა. თანავუგრძნობთ ელენეს ოჯახს, ვიზიარებთ მისი მშობლების უდიდეს და მოურჩენელ ტკივილს. შეგვძრა ჩვენი ნიჭიერი, მუდამ მხიარული, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე მოსწავლის გარდაცვალებამ...ელენე, ჩვენო გოგონა, ჩვენო მშვენიერო, მშვიდობით!
პატარა გოგონები არ კვდებიან, ისინი ფრთებს ისხამენ და ზეცაში ანგელოზებს უერთდებიან" - ასეთ წერილს აქვეყნებს თბილისის 139-ე სკოლა სოციალურ ქსელში.
კომენტარი