სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არეულობის გამო ინგლისი-ჰოლანდიის საფეხბურთო მატჩი გადაიდო

ბირმინჰემი, ნოტინჰემში, ბრისტოლი – ეს არასრული ცამონათვალია იმ ქალაქებისა, რომლებიც ლონდონის კვალდაკვალ დიდ ბრიტანეთსი არეულობამ მოიცვა. არეულობის გამო შექმნილ სიტუაციას უკვე ხელისუფლებამაც უწოდა კრიზისული, ხოლო დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმმა, დევიდ კამერონმა შვებულება შეწყვიტა და სასწრაფოდ დაბრუნდა ინგლისის დედაქალაქში, რათა კრიზისის დაძლევის მიზნით შექმნილ სახელისუფლო გუნდს უხელმძღვანელოს.

არეულობები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში წუხელ განახლდა. დემონსტრანტებმა, რომელთა უმრავლესობას ახალგაზრდები შეადგენენ, სამართალდამცველებს ბოთლები, ქვები და მიმდებარე ტერიტორიებზე გატეხილი მარკეტებიდან გამოტანილი მძიმე საგნები დაუშინეს.

თითქმის მთელი ლონდონი და სხვა დიდი ქალაქები მოროდიორობამ და ძარცვამ მოიცვა: დანგრეულია შენობები, ბევრგან ჯერაც ცეცხლის ალშია გახვეული დაწესებულებები. მხოლოდ ლონდონში 450 ადამიანია დაკავებული. ლივერპულსა და მანჩესტერში ახალგაზრდებმა ცეცხლი მანქანებსაც წაუკიდეს.

არეულობა ოთხი დღის წინ დაიწყო, როცა 29 წლის ახალგაზრდა მისი დაკავების მცდელობის დროს ორმხრივი სროლისას, პოლიციელის ტყვიით გარდაიცვალა.

ევროპის ბევრმა ქვეყანამ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ამ დღეებში თავი შეიკავონ დიდ ბრიტანეთში გამგზავრებისგან, რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ლონდონში დანიშნული მატჩი ინგლისისა და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთა შორის, გადაიდო. მატჩის გამართვის თარიღი ჯერჯერობით დაუდგენელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100