სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეხლა მოვედი ცოტა აზრზე" - ნახეთ რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი ოპერაციის შემდეგ

"მშვიდობით ვარ, სათითაოდ ვერ გწერთ. ეხლა მოვედი ცოტა აზრზე, მაპატიეთ. თან ბატონმა დავით აბულაძემ ამიკრძალა დადებითიც და ნეგტიური ემოციებიც..." - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა ოპერაცია გაიკეთა. ამასთან დაკავშირებით წერდა: "ვიფიქრე არ გავახმოვანებთქო მაგრამ მერე ისიც ვიფიქრე რომ ბევრი ადამიანის სიყვარულს ვგრძნობ და ამდენი დადებითი ენერგეტიკა დამეხმარება იმ შიშის და ნერვიულობის დაძლევაში რაც ხვალ დილით მელის!!! მოკლედ ჩემო კარგებო გამომიგზავნეთ პოზიტივი რომ შევძლო და მეორედ დავიბადო ხვალ !!!

ვიკეთებ ორ ოპერაციას და მალე გაგანებივრებთ ჩემი საკუთარი ახალი სიმღერებით,ხარისხიანი და ესთეტიური კონცერტებით თუ ღმერთმა ინება!!! მიყვარხართ ისინი ვისაც ვუყვარვარ დანარჩენები არ მძულხართ და გპირდებით ყველაზე ლამაზი გოგო ვიქნები იმიტომ რომ ზუსტად ეს მჭირდებოდა ყოველთვის რომ ჩემი შემოქმედება თქვენამდე მომეღწია ჩემგან და არა სხვისგან".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100