როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
4 მაისს ქუთაისში +25 გრადუსი და მცირე ნალექია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. წუხ ნალექს ელიან სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +22 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უხვი ნალექი და +23 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
მესტიაში +20 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში წვიმას და +25 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი დღის განმავლობაში ახალციხეში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
+26 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება, იქროლებს ძლიერი ქარი.
გორში დღისით +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უხვი ნალექია მოსალოდნელი გუდაურში. +14 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. უმეტესად წვიმიანი დღეა იქნება ომალოში, სადაც დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება რუსთავში. სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი