სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დევიდ ბეკჰემს მართვის მოწმობა ნახევარი წლით ჩამოართვეს

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბეკჰემი მართვის მოწმობის გარეშე დარჩა. საჭესთან მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო გამო ლონდონის სასამართლომ მას მართვის მოწმობა ნახევარი წლით ჩამოართვა - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

პირველი შემთხვევა 2018 წლის ნოემბერში მოხდა - ფეხბურთელი საკუთარი ბენტლით გადაადგილდებოდა და თან საჭესთან ტელეფონით საუბრობდა. პოლიციას ეს ფაქტი ყურადღების მიღმა არ დარჩენია და ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით დააჯარიმა კიდეც. ერთი წლის განმავლობაში ფაქტის განმეორების შემთხვევაში მძღოლს ექვსი თვიდან სამ წლამდე მართვის მოწმობის ჩამორთმევა ემუქრება, ბეკჰემმა კი ნახევარ წელიწადში იგივე ქმედებით დაარღვია კანონი, ამიტომ, ექვსი თვე იძულებული გახდება, საჭესთან დაჯდომაზე უარი თქვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100