სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლო პროცესის განმავლობაში ტიმოშენკო პატიმრობაში დარჩება

უკრაინაში მოსამართლემ უარი განაცხადა ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის განმავლობაში პატიმრობიდან გათავისუფლებაზე. ტიმოშენკოს ბრალი ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.

მისი დაპატიმრების ბრძანება მოსამართლემ პარასკევს გასცა.

კვირას კი ადმინისტრაციულმა სასამართლომ კიევის სასამართლოს შენობასთან - სადაც ტიმოშენკოს საქმის მოსმენა იმართება - დემონსტრაციის გამართვა აკრძალა.

ამერიკის საელჩომ უკრაინის ხელისუფლებას ტიმოშენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საელჩოს მიერ გამოქვენებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს უკრაინაში კანონის უზენაესობის მხრივ არსებულ ვითარებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100