სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდება

"ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართავს.

19 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გამართავს შეხვედრას "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებთან.

"ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" აერთიანებს 33 არასამთავრობო ორგანიზაციას და ემსახურება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას საქართველოში.

დღეს გამართულ შეხვედრაზე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგნელები პლტფორმის წარმომადგენლებს გააცნობენ საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, ასევე მოისმენენ პლატფორმის წარმომადგენლების მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნება" მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობას ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ნარკოპოლიტიკის რეფორმირების პროცესში.

(რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100