სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეიდაშვილი დამეღუპა...დეიდაჩემმა ერთადერთი შვილი დაკარგა - ნინი ქარსელაძე ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე

ნინი ქარსელაძემ "თბილისელებთან: დედისა და ოჯახის ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.

"ვინც ამ დაავადებას შეჯახებია, ყველა ელოდება მომენტს, როდესაც მასზე გამარჯვების შეგრძნებას გამოცდის. ჩვენ ამას სამი წელი ველოდით და ეს დღეც დადგა.მაგრამ, მართალი გითხრათ, ეს ის სიხარული არი იყო, რომელიც უნდა ყოფილიყო, რადგან ხათუნას ანალიზების გაგებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემი დეიდაშვილი დაიღუპა ავარიაში. ამ ტრაგედიის გამო სრულიად განადგურებულები ვიყავით.მაგრამ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. უნდა გენახათ, როგორ ელოდებოდა დეიდაჩემი გამოკვლევებიდან ხათუნას დაბრუნებას. უნდა გენახათ, როგორი იყო მათი შეხვედრა.
მათი პირველი შეხვედრით გამოწვეული ემოციები ჩემი მეხსიერებიდან არ ამოვა. დეიდაჩემი, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა და დედა, პორივე ისე ტიროდნენ, ყველა ძალიან დიდ განცდებში ვიყავით, მაგრამ ჩვენი მეგობრები და ახლობლები ძალიან დაგვიდგნენ გვერდით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100