სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელ კონდოლში 72 წლის მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ კონდოლში, 72 წლის გოგია ლაღიაშვილს თანასოფლელმა სასიკვდილო დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხშირად ავადმყოფობდა. თანასოფლელები ვერ საუბრობენ, რა შეიძელბოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100