სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლერი ხაბელოვი: თუ კალათბურთის ფედერაციაში თანხები არამიზნობრივად იხარჯება, რა თქმა უნდა გვექნება კითხვები

კალათბურთის ფედერაციის მიერ 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებით, კალათბურთის ფედერაციის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა კახა შენგელიამ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს წერილით მიმართა:

"27.09.2014 წელს, ვიტორია - გესტეიზში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციციის (GBF), ფონდი 5+11 და სასკი ბასკონია S.A.D.-ს შორის გაფორმდა ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება შედგება მხარეთა განაცხადისგან, რომლის I პუნქტში მითითებულია, რომ „ფონდი 5+11“ არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სრული შესაძლებლობები რათა განახორციელოს ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების საქმიანობა, ძირითადად კალათბურთის სფეროში. ხელშეკრულების ამავე ნაწილის III პუნქტში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს კალათბურთის ასოციაციის ერთ-ერთი მიზანია კალათბურთის განვითარება საქართველოში. (ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო თანხები საერთოდ არ არის დაკავშირებული ქართული კალათბურთის განვითარებასთან) ხელშეკრულების ნაწილში - მოთამაშეების მომზადება - კერძოდ მე-4 პუნქტში მითითებულია კონკრეტულ ვალდებულებებზე, რომელიც უნდა შესრულდეს ესპანეთის მხარის მიერ და ასევე ამავე პუნქტში აღნიშნულია ესპანეთის მიერ შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციაციის მიერ მისაღებ ფინანსურ სარგებელზე. ხელშეკრულების ნაწილის - ეკონომიკუტი წვლილი - მეათე მუხლში მითითებულია იმ ფინანსური ვალდებულებების და ვადების შესახებ, რომელის შესრულება სავალდებულოა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციაციისათვის.
აღნიშნული ხელშეკრულება ადასტურებს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, რომლის უკან სავარაუდოდ დგას კონკრეტული პირების კერძო ინტერესები." ნათქვამია წერილში. კახა შენგელია ითხოვს ხელშეკრულების დეტალურად შესწავლას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ლერი ხაბელოვმა განაცხადა:

"ეს ხელშეკრულება გაფორმდა სპორტის ყოფილი მინისტრის პერიოდში, ეს ძალიან კარგად გვახსოვს. მაშინ ჩვენც ძალიან გვაინტერესებდა რა ხელშეკრულება გაფორმდა.

ის, რომ გამგეობის წევრმა, კახა შენგელიამ მის დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ცოტა არ იყოს გაუგებარია. როდესაც განიხილავენ პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და უნდა იცოდნენ გამგეობის წევრებმა ამის შესახებ.

შევხვდები ბატონ მიშა გაბრიჩიძეს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ.

ბატონმა კახა შენგელიამ საკმაოდ მძიმე ბრალდებები წამოაყენა, თუმცა თუ მეორე მხარეს არ მოვუსმენთ, მთლიანი სურათი არ გვეცოდინება.

თუ არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფოს ხარჯები და ხელშეკრულება არანაირ შედეგს არ იძლევა, წამგებიანია და კაბალური ხელშეკრულებაა, რა თქმა უნდა, გვექნება შეკითხვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100