სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე: ხუდონჰესის საკითხი, მთლიანად მთავრობას ეხება და მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსაც

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პროექტის ფარგლებში "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ჟურნალისტებს შეხვდა. დასმული კითხვების უმეტესობა ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას ეხებოდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აღნიშნულ პროექტს ეხება არის მიწის საკუთრების თემა. ვისია მიწა, რომლის რეგისტრაციაც ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით დროებით შეჩერებულია? არის თუ არა ეკონომიკის სამინისტრო სამართალმემკვიდრე იმ გაცემული კომპენსაციებისა, რომელიც ხაიშის 130-მა კომლმა ჯერ კიდევ 1988 წელს აიღო და ეხება თუ არა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს?

ამ თემაზე დასმულ კითხვებზე კახა კალაძემ ვრცლად ისაუბრა: „რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, რა თქმა უნდა ამ საკითხის განხილვაში უნდა ჩაერთოს. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ მოლაპარაკებები ინვესტორთან, დეტალებზე შეთანხმება ხდება ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის გადაწყვეტილება. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, დავიწყეთ ყველა იმ ხელშეკრულების ინდივიდუალურად შესწავლა, რომელიც აქამდე იყო გაფორმებული. როდესაც ხუდონის პროექტამდე მივედით, შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვათაშორის ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიოდნენ, რომლებიც რადიკალურად უდგებიან დღეს ამ საკითხს. ისინი მონაწილეობდნენ ამ ხელშეკრულების განხილვაში. წარმოდგენილი შენიშვნები ინვესტორის მიერ გათვალისწინებული იქნა.

ამის შემდეგ საკითხი გავიდა მთავრობის სხდომაზე, მთავრობამ მოიწონა და გადაწყდა, რომ 2014 წლის 1 მარტამდე ინვესტორმა კომპანიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვა მიიღოს. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინვესტორს ხელი შევუწყოთ. ნებისმიერს ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ეს არ ეხება მხოლოდ ხუდონჰესის პროექტს, ვგულისხმობ ენერგეტიკის დარგს, დაწყებული ერთი მეგავატიდან დამთავრებული ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურამდე, ჩვენ ყველას ერთნაირად მივუდგებით.

ინვესტიციების შემოსვლას რაც შეეხება, ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება.

ხუდონჰესის საკითხი, მთლიანად მთავრობას ეხება და მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსაც. მიწების საკითხს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრომ გასცა იმის უფლება, რომ ინვესტორს გადაეცა 1500 ჰექტარი მიწა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100