სამაგიეროს გადახდაც ამას ჰქვია - ლედი გაგას ყოფილმა საქმრომ ირინა შეიკს ფოტო "დაულაიქა"
ჭორები იმის შესახებ, რომ მომღერალი ლედი გაგა თავის საქმროს კრისტიან კარინოს დაშორდა, ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როდესაც ოსკაროსანი მუსიკოსი საზოგადოებაში ნიშნობის ბეჭდის გარეშე გამოჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კინოფილმ "ვარსკვლავის დაბადების" გადაღებები დასრულდა, სადაც ლედი გაგას პარტნიორობას ამავე ფილმის რეჟისორი, მსახიობი ბრედლი კუპერი უწევდა.
სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ჭორები კუპერისა და გაგას ფარული რომანის შესახებ. ამ დროს მსახიობი ცნობილ მოდელთან ირინა შეიკთან ერთად ცხოვრობდა და ისინი ახლადშეძენილ შვილს ზრდიდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი, ალბათ ყველასთვის მოსალოდნელად, ირინა შეიკი ბრედლი კუპერისგან გადავიდა და მათი ურთიერთობა დასრულდა. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ წყვილის დაშორების მიზეზი კუპერის ლედი გაგას მიმართ გრძნობები გახდა.
დაშორების შემდეგ ირინა ისლანდიაში გაემგზავრა და იქ ბრენდ Falconeri-ის სარეკლამო გადაღებებში იღებს მონაწილეობას. სწორედ იქ გადაღებული ძალიან სექსუალური ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე და ლედი გაგას ყოფილმა საქმრომაც აღარ დააყოვნა - ირინა შეიკს ფოტო დაულაიქა. საზოგადოება მაშინვე ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ კრისტიანმა შურისძიება გადაწყვიტა და ყოფილ საცოლესა და კუპერს სამაგიეროს უხდის. სასიყვარულო ოთხკუთხედის ვნებათაღელვა უფრო და უფრო მაღალ წერტილს აღწევს და როგორ დამთავრდება ყოველივე ეს, ამის პროგნოზირება კიდევ უფრო რთულდება.
კომენტარი