ლაშა ჩხარტიშვილი 400 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს
კიკვიძის ბაღში დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი უკვე დასრულდა. ჩხარტიშვილი 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა დარასელიამ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით გაასამართლა,რაც სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მოსამართლე ნანა დარასელიამ დაცვის მხარის მიერ წამოყენებული ოთხი შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა. დაცვის მხარეს უარი ეთქვა ვიდეო ფირის სახით არსებული მტკიცებულების წარდგენაზე.
როგორც "ჯეონიუსს" ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, "ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის" 173-ე მუხლი, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ეხება, 400-ლარიანი ჯარიმასაც ითვალისწინებს და 90-დღიან პატიმრობასაც.
კომენტარი