სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ, ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია - პრეზიდენტი

"ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება, გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, რაც ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა"- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმასაერთაშორისო კონფერენციის ,,დიდება უკრაინას“ მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია"

"კიდევ ერთი დეზინფორმაციაა ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა.

თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი. ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100