დაკარგულმა დებმა ერთმანეთი 40 წლის შემდეგ იპოვნეს - ისინი თურმე ერთ საავადმყოფოში მუშაობდნენ
ისინი ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ. მათი ოჯახის დანგრვის მიზეზი მამის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება იყო. დედამ პატარა მეგან ჰიუზი წაიყვანა და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა, ჰოლი ობრაიენი კი მამასთან დარჩა, რადგან ის მეგანის ნახევარ და იყო, მხოლოდ მამით იყვნენ ერთნი. როდესაც ხუთი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. ამის შემდეგ გოგონა ბავშვთა სახლში მოხვდა. 9 წლის ასაკში ჰოლი ამერიკელმა წყვილმა იშვილა და საცხოვრებლად ვირჯინიის შტატში გადაიყვანა.
სახელი და გვარი ჰოლი ობრაიენი ახალ ოჯახში შეიძინა. სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონამ პროფესიული არჩევანი მედიცინის სფეროზე შეაჩერა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ კი ფლორიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. სწორედ აქ შეხვდა თავის ნახევარ დას, რომელიც თითქმის 40 წელი ნანახი არ ყავდა. თავიდან მათი განახლებული ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის, თუმცა შემდეგ, როდესაც ერთი მეორეს ისტორიები მოისმინეს, დნმ-ის ტესტის ჩატარება გადაწყვიტეს და არც ისეთი მოულოდნელი ყოფილა ანალიზის დადებითი პასუხი, რადგან წარსულის მონაყოლიდანვე უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი დაშორებული ნახევარ დები იყვნენ.
კომენტარი