”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება - „ტროელი ქალები“ ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე
”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 10-16 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება.
სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
ბათუმში თეატრალური კვირეული 16 აგვისტოს. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.
გუშინ, ბათუმის საზაფხულო თეატრმა სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლს „ტროელი ქალებს“ უმასპინძლა. საპექტაკლმა მაყურებელში დიდი ემოცია გამოიწვია.
პრემიერიდან თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა მაყურებლის ყურადღება არ განელებულა. დღეს „ტროელი ქალები“ ზღვისპირა ქალაქის მაცხვორებლებსა დ ადმსვენებლებს შეხვდნენ.
“ეს იყო ქალების ინტიმური და საიდუმლო, თუმცა ნაცნობი და ახლობელი ისტორიები ანუ ჩვენი ისტორიები, რომელიც ყველა ჩვენგანს გადაგვხდენია, ზოგჯერ დაგვიმალავს და ზოგჯერ კი სხვისთვის გაგვიზიარებია, ეს იყო ერთი ამოსუნთვით ნათქვამი ისტორიები, რაზეც ჩვენ გამბედაობა არ გვყოფნის ასე ვაღიაროთ ..“ - ასე აფასებდა გუშინ მაყურებელი უკვე სცენაზე ნანახს.
სპექტაკლის რეჟისორია დათა თავაზე. მონაწილეობენ ნატუკა კახიძე, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი. „ტროელი ქალები" - ეს არის ნაწარმოები, რომელსაც ყველა ქალის სათქმელი მაყურებლამდე მიაქვს.
„როცა ადამიანი თავის ძალიან ინტიმურ, საიდუმლო ისტორიას გადმოგცემს და გაგიზიარებს, მე არამგონია, რომ ეს უნდა ააფრიალო და გამოიყენო საკუთარი წარმატებისთვის. ამიტომ არ მინდოდა, რომ გამოსულიყო რაღაც ისეთი, რასაც ხშირად აკეთებენ მაგალითად, ტელევიზიაში, ისტორიებით ობოლ ბავშვებზე, ქალებზე, ომის მსხვერპლებზე… აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი სპექტაკლის მანძილზე, ვყვებით ისტორიებს ღიმილით. მსახიობი არასოდეს ამბობს, რომ თვითონ ის არის ის პერსონაჟი. ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ის არ თამაშობს პერსონაჟს, აღნიშნავს, რომ ჰყვება და გადმოსცემს, რომ ის არის გარკვეულ წილად მედიუმი იმ ქალისა, რომელიც ამ ისტორიას მოყვა. პირველ რიგში, ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვითამაშებთ სხვა ადამიანებს. ჩვენ, უბრალოდ, პირველ პირში ვყვებით მათ ისტორიებს და ამ მხრივ, ჩვენც ვართ მაყურებლის ნაწილი. ამ შემთხვევაში - ჩვენ არ ვართ ისინი, ჩვენ არ გვინახავს რასაც ვყვებით, ჩვენ არ გამოგვიცდია. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მაყურებლის მხარეს. უბრალოდ მივუთითებთ ამ ქალებისკენ, ამ ისტორიებისკენ და უბრალოდ ვეუბნებით, რომ ის ქალები არსებობენ და ხშირ შემთხვევაში, ის ქალები არიან სწორედ ისინი, ვინც ავიწყდებათ ხოლმე,“ - აღნიშნავს რეჟისორი დათა თავაძე.
საღამოს ქართველ მსახიობები უნგრეთის დასმა ჩაანაცვლა, ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე საფესტივალო კლუბში Take Five-ში კვლავ უნგრეთიდან მოწვეულმა მოცეკვავევებმა იზრუნეს. საღამო კი ბათუმის ბულვარში ამერიკული ჯგუფი ნიუ იორკ ბრას ბენდი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ცნობილ კომპოზიციებს ასრულებდა..
ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:
14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“
14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass
15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“
15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band
16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
კომენტარი