სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა ფსიქიატრმა ბიძინა ივანიშვილს გამოკვლევის წინადადებით მის fb-გვერდზე მიმართა

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ფსიქიატრმა გიორგი შენგელაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მისსავე ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ ფრიად უცნაური წინადადებით მიმართა: ის წერდა, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან აკვირდება ივანიშვილის ნაბიჯებს და რადგან ეჭვი ეპარება მის გონებრივ სიჯანსაღეში, ეს აზრი კი ამერიკელი, ხანგრძლივი პრაქტიკის მქონე ფსიქიატრების აზრს ემთხვევა, აპირებს ამერიკელ კოლეგებთან ერთად მიმართოს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, რათა პრემიერი გამოიკვლიონ და მას უმკურნალონ.

გვერდის ადმინისტრატორმა ზემოთხსენებული პოსტი ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდიდან რამდენიმე წამში წაშალა, თუმცა, ფსიქიატრმა მოასწრო სქრინ-ფოტოს გადაღება და ის საკუთარ გვერდზე განათავსა. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ სქრინს და უცვლელად აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე დადებულ პოსტს:

„Giorge Shengelaia – Bidzina Ivanishvili official

ბატონო ბიძინა, პერიოდულად ვაკვირდები რა თქვენს ნაბიჯებს პოლიტიკაში თქვენი გამოჩენის დღიდან, მე, როგორც ექიმი და ჩემი ქვეყნის პატრიოტი, ვთვლი, რომ თქვენ ხართ არამარტო არაკომპეტენტური საჯარო სამსახურისთვის, არამედ სასწრაფოდ ხართ გამოსაკვლევი საერთაშორისო, დასავლური კვალიფიკაციის მქონე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქიატრების მიერ. ჩემს გარდა უამრავ ამერიკელ, ხანგრძლივი პრაქტიკის მქონე ექიმს ეჭვი ეპარება თქვენს გონებრივ სიჯანსაღეში, ამიტომ ერთად ვაპირებთ მივმართოთ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, გაგიწიონ რეკომენდაცია მაღალკვალიფიციურ ფსიქიატრებთან, რომ დროულად გამოგიკვლიონ და გიმკურნალონ თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების, საქართველოს და მსოფლიოს საკეთილდღეოდ.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100