სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ძალები კიევს მიუახლოვდნენ - პენტაგონი

რუსული ძალები ცდილობენ მიუახლოვდნენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, მაგრამ მაინც იმყოფებიან ქალაქის ცენტრს გარეთ, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების თითქმის 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ, მიუახლოვდნენ კიევს ხმელეთით. ჩვენი შეფასებით, ისინი ქალაქის ცენტრის მიღმა არიან. რაც ნათლად ვიცით, ის არის, რომ აქვთ განზრახვები კიევთან მიმართებით. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას კიევის ირგვლივ. მათ რუსებს სამხრეთით გადაადგილება გაართულეს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100