"გუშინ პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს სამი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი გოგო"
"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წევრი ნიკა მემანიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"სამწუხაროდ...
გუშინ გლდანში მოხდა აესეთი ფაქტი. პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს სამი ახალგაზრდა. მათ შორის ერთი გოგო...
18 წლის ახალგაზრდა დაიჭირეს და მთელი ღამის განმავლობაში არ მისცეს დარეკვის და ადვოკატის დახმარების უფლება.
გახარია კი არა - არაფერი არ უშველის ასეთ მოძალადე პოლიციელებს თუ არ იქნება ნება სისტემის გაჯანსაღების...
P.s. დაზიანებული და დაზარალებული ახალგაზრდები ჩემი თვალით ვნახე..." - წერს ნიკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარი