სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის ეკუთვნის ახალაიასა და ადეიშვილის განცხადებების გავრცელების იდეა?

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აგორებული ანტიპიარისა და გავრცელებული განცხადებების შესახებ კულუარებში ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

ადეიშვილისა და ახალაიას განცხადების გავრცელების იდეის ავტორად კბილაშვილის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სახელდება.

„რა ვქნათ 19 აპრილამდე?“ - ეს იყო საიდუმლო თათბირის მთავარი თემა, რომელსზეც შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციას განიხილავდნენ. სწორედ ამ თათბირზე გააცნო განცხადებების გავრცელების იდეა ღარიბაშვილ-კბილაშვილს ნაცვლიშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ მთავარი პროკურორის მოადგილის მიერ შემუშავებული „მზაკვრული გეგმის“ განხორციელება ექსპერტ გია ხუხაშვილის თანხმობის შემდეგ დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100