სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მობილური ტელეფონის ბალანსს + საკომისიო - მომხმარებლის ახალი გადასახადი

სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები იცვლება.

მობილური ოპერატორების (მაგთიკომი, ჯეოსელი და ბილაინი) მომხმარებლები დღეიდან თავად გადაიხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს.
საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია. ამასთან, ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას (სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვის ცენტრები და ოპერატორების ვებ გვერდები).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100