სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დაინიშნა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა , მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 1-ელ ივლისს ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს, ეს არის ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100