სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ათწლეულების მანძილზე პირველად, აშშ ტერორისტებთან მოლაპარაკებისთვის მზადაა

პირველად, ათეული წლების შემდეგ, თეთრი სახლი აცხადებს მზადყოფნას ტერორისტულ დაჯგუფებებთან მოლაპარაკებებისთვის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონგრესზე განაცხადა, რომ აშშ–ს შეუძლია მოლაპარაკება აწარმოოს ავღანეთში თალიბების ლიდერთან, თუ იგი დათანხმდება წაყენებულ პირობებს.

საგარეო საკითხების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ჰილარი კლიტონმა გამორიცხა ის ფაქტი, რომ თალიბებთან და სხვა დაჯგუფებებთან ავღანეთის შიდა პრობლებების შესახებ მოლაპარაკებაზე, თალიბების ლიდერის მულლა ომარის მოწვევის შესახებ.

ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ თალიბანისგან მშვიდობიანი მოლაპარაკების სურვილის დემონსტრირებას ელის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100