გუდვილში „ეთნო ყველის მუზეუმი“ გაიხსნა
დღეს, ქავთარაძის „გუდვილში“ გაიხსნა „ეთნო ყველის მუზეუმი“. „გუდვილი“, მრავალფეროვნებასთან ერთად ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს ნატურალური და გამორჩეული პროდუქტი შესთავაზოს.
„გაკეთდა ქართული ყველის სივრცე, სადაც მოთავსდა წინაპრების რეცეპტით დამზადებული და საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი უნიკალური ყველი. გვინდოდა ისეთი ადგილის მოწყობა, სადაც გავაერთიანებდით როგორც ინდუსტრიულ, ასევე არტიზანულ (გლეხურ) ყველს. გვიხარია, რომ დღეიდან მომხმარებელი შესძლებს იხილოს და დააგემოვნოს ეს უნიკალური სახეობები. თავის მხრივ, „გუდვილი“ უზრუნველყოფს გასაყიდი პროდუქციის ხარისხისა და უვნებლობის კონტროლს“, - აცხადებს „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი.
პროექტი ხორციელდება „გუდვილის“ ინიციატივითა და საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის მხარდაჭერით. პროექტის მონაწილეა კომპანია „სანტე“, და კომპანია“ თელეთი“. სულ მალე „ეთნო ყველის მუზეუმი“ გაფართოვდება და უფრო მასშტაბურად წარსდგება დიდი დიღმის „გუდვილში“.
კომენტარი