სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 აპრილის აქციას პრეზიდენტი არ დაესწრება

19 აპრილს დაგეგმილ აქციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება. ამის შესახებ უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე საუბრობს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, იგი ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ოჯახით აპირებს. "ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამ აქციაზე არ იქნება, ამას თქვენი თვალითაც ნახავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ თავად ვიქნებით მობილიზებულნი, წესრიგი დავიცვათ. მე, 19 აპრილს აქციაზე ოჯახთან და შვილებთან ერთად ვაპირებ მისვლას. ბავშვებთან ერთად მოდის ჩვენი ბევრი წევრიც. დარწმუნებული ვარ, რაიმე ტიპის პროვოკაციას არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. საერთოდ, ისიც ძალიან გამიკვირდა, რატომ გააკეთა შს მინისტრმა საჯაროდ განცხადება, მერიასთან ერთად მონიტორინგის ერთობლივი ჯგუფების შექმნის შესახებ. ერთადერთი რაც ვიფიქრე, წინასწარ თავად ღარიბაშვილს ხომ არ უნდა, არგუმენტები მოიშველიოს, იცით რა, მე წესრიგის დამყარებას ვცდილობდიო?! თუმცა იმედია, არაფერი მოხდება", - განაცხადა ვაშაძემ "ვერსიასთან" საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100