სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველ მსახიობს "ვამპირის დღიურების" გაგრძელებაში მონაწილეობის შანსი აქვს

პოპულარული ამერიკული სერიალი ვამპირის დღიურები, მისი ახალი ვერსიისთვის „ორიგინალები“ კავკასიური გარეგნობის მსახიობს ეძებს. აღნიშნულ ინფორმაციას The Vampire Diaries Georgian Fans სპეციალურად ქართველი მსახიობებისთვის ავრცელებს.

„ყურადღება! 'ორიგინალებისთვის' გამოცხადებულია კასტინგი. 18-50 წლის კავკასიური გარეგნობის მამაკაცი. როლი: მვდელი სახელად - Kieran,რომელსაც აქვს ძალიან ბნელი წარსული.“ - ნათქვამია The Vampire Diaries Georgian Fans -ის განცხადებაში.

ცდიან თუ არა ბედს ქართველი მსახიობები პოპულარულ სერიალში მოსახვედრად და გაუმართლებს თუ არა რომელიმე მათგანს ეს სერიალის ახალი სეზონის გამოსვლისთანავე გახდება ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100