ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა - ხაბეიშვილი
ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა, თუ ეს ასე არ არის, ღარიბაშვილმა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება - განცხადება ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და საჭიროა მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა მკურნალობისთვის
,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამაზე საუბრობენ კონსილიუმის წევრი ექიმებიც, საუბარი არ არის იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ან წარმომადგენლებმა მოვიფიქრეთ რამე. ექიმები ამბობენ, რომ ამ პირობებში სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, სააკაშვილს არ მკურნალობენ მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და წამება. არ უშვებენ სპეციალისტებს - არც კონსილიუმის წევრ ექიმებს და არც ჰოლანდიელ ექიმებს, რადგან დასკვნის შედეგად ცხადი გახდება სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა და წამება. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, გამომდინარეობს ექიმების რეკომენდაციიდან.
პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა, თუ ეს ასე არ არის ღარიბაშვილმა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება, მეტსაც გეტყვით, ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით ემალება პრეზიდენტ ზელენსკის. ამ დრომდე რუსეთის მთავარი მტერი და უკრაინის მოკავშირე მიხეილ სააკაშვილი მძევლად ჰყავს „ქართულ ოცნებას“ აყვანილი და რომელ მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ?“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს, მისივე სასამართლო პროცესზე, უვადო შიმშილობა გამოაცხადა. დღეს შიმშილობის მესამე დღეა. მესამე პრეზიდენტი ადეკვატურ და საჭირო მკურნალობას ითხოვს. ექიმებსა და კონსილიუმის წევრებს, მასთან შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ.
კომენტარი