ჯონი დეპის 16 წლის ვაჟს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა
ჯონი დეპის ყოფილი მეუღლოე ვანესა პარადი საკუთარი ფილმის "დანა გულში" პრემიერას ვერ დაეწსრო. მიზეზი კი მისი ვაჟის ჯანმრთელობის გაუარესება გახდა. ამის შესახებ თავად კინო სურათის რეჟისორმა, იან გონსალესმა განუმარტა პრემიერაზე შეკრებილ საზოგადოებას:
"სამწუხაროდ, ჩვენი ფილმის მთავარი გმირი ვანესა ვერ ესწრება პრემიერას, რადგან მის ვაჟს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს" - აღნიშნა რეჟისორმა.
ყვითელი პრესა დაინტერესდა 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა აწუხებს ბიჭს.
კომენტარი