19 წლის მოდელი - ანორექსიის კიდევ ერთი მსხვერპლი
ბრიტანელი მოდელი ბეტანი უოლსი ძილში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. სიკვდილი გოგონას მცირე წონამ გამოიწვია. 19 წლის მოდელი მხოლოდ 44 კილოგრამს იწონიდა. გოგონამ უკანასკნელი წუთები ბებიის სახლში განვლო.
ბეტანიმ სამოდელო კარიერაზე ოცნება 12 წლის ასაკიდან დაიწყო და შეუდგა კიდეც ამ რთული გზით სვლას. მას ყურადღება რამდენიმე ცნობილმა გამომცემლობამ მიაქცია, იგი შეუდარებელ ვიზუალურ მონაცემებს ფლობდა.
მიუხედავად ამისა, 16 წლის ასაკში გოგონამ ჩათვალა, რომ ზედმეტად „მსუქანი“ იყო. თავდაპირველად იგი ოჯახს უმალავდა, რომ შიმშილობდა: სადილობდა ოჯახის წევრებთან ერთად, მაგრამ ხელოვნური გზით საკვებს უკან აღებინებდა.
მოგვიანებით კი ამის დაფარვა შეუძლებელი იყო და გოგონამ პირდაპირ განუცხადა მშობლებს, რომ იგი ზრდასრული ადამიანი გახლდათ და შეეძლო იმის გაკეთება, რასაც მოისურვებდა.
ბოლოს კი ბეტანი მიხვდა, რომ შიმშილმა დიდი პრობლემები შეუქმნა და ექიმთან კონსულტაციებიც გაიარა, მაგრამ სამწუხაროდ გოგონასთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა...
კომენტარი