სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვაწყოთ პატარა ზომის აივანი საზაფხულოდ

ზაფხულის სეზონზე, ალბათ, ყველას გიჩნდებათ სურვილი, რომ მაქსიმალური დრო ღია სივრცეში და სიმწვანეში გაატაროთ. წარმოიდგინეთ, რომ დილას, საყვარელი ყავის, ან ჩაის ჭიქით ხელში, კომფორტულად ჯდებით დაწნულ სკამში, ან თუნდაც საქანელაში. ირგვლივ სიმწვანეა, ფერადი ყვავილები, ლამაზი გარე ავეჯი, მზის სხივები... მეტი რა არის საჭირო პატარა წილი ბედნიერებისათვის?! მით უმეტეს, თუ ამ პატარა ოაზისის მოწყობა აგარაკისა და დიდი ვერანდის გარდა სახლში, კორპუსში, პატარა ზომის აივანზეც კია შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა პატარა აივანი გაქვთ თუ დიდი ვერანდა, ჩვენი რჩევების, სწორი მიდგომისა და ცოტა კრეატიულობის დახმარებით შეძლებთ, აივანი სახლში თქვენთვის ყველაზე საყვარელი ადგილი გახადოთ.

აივნის გასალამაზებლად სასურველია, გქონდეთ: მცენარეები, ფერადი ყვავილები, მცენარის ქოთნები, გარე ავეჯი და განათება. იმისთვის, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრი სიარულით არ დაიღალოთ, დაგჭირდებათ ადგილი, სადაც ამ ყველაფერს ერთ სივრცეში შეიძენთ, რაც მთავარია, ყველაზე იაფად, თან სახლიდან გაუსვლელადაც. ნამდვილად კარგად ჟღერს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი ადგილი რეალურად არსებობს, თან მთელი საქართველოს მასშტაბით. ალბათ, უკვე მიხვდებოდით, რომ საუბარია საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელზე - „გორგიაზეა“. ამ სტატიაში გაიგებთ, რას გთავაზობთ „გორგია“ თქვენი საოცნებო კუთხის მოსაწყობად. მოკლედ, დავიწყოთ:

მცენარეები:

გორგიას ყველა ფილიალში დაგხვდებათ გარე და ოთახის მცენარეების ფართო არჩევანი. აქვე შეიძენთ მათი მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალებას. „გორგიას“ ფლორისტები კი სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას, შეგირჩევენ თქვენთვის სასურველ მცენარეს და გასწავლიან, როგორ მოუაროთ მათ. აივნისთვის ყველაზე შესაფერისი ყვავილებია: ვიოლა, ალისიუმი, როდოდენდრონი, სალვია, ფელისია, ვარდი და სხვა.

ასევე, შეგიძლიათ, ვერანდისთვის შეარჩიოთ ულამაზესი მარადმწვანე ბუჩქები, კენკროვანი გარე მცენარეები, ასევე, მცოცავი მცენარეები, რომლებიც გააფორმებს და კიდევ უფრო გაალამაზებს თქვენს აივანს.

მცენარეები შესაძლებელია მოთავსდეს როგორც სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მასალის ქოთნებში, ისე სივრცის ეკონომიისთვის შესაძლებელია, გამოიყენოთ ჩამოსაკიდი, აივანზე გადასაკიდი ქოთნებიც, ასევე, ქოთნის დასაწყობი დეკორატიული თაროებიც, რომლებიც სივრცესაც გამოაჩენს და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი იქნება. „გორგიაში“ ქოთნების ფასი 2,40 ლარიდან იწყება.

თქვენ შეგიძლიათ აივანზე პატარა ბოსტანიც კი გქონდეთ. დიახ, ბოსტანი. ამისთვის საჭიროა, „გორგიაში“ შეიძინოთ მიწა და სხვადასხვა ბოსტნეულის თესლები. მათი ფასი მხოლოდ 2,25 ლარია. მათი მოვლა მარტივია და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს. წარმოიდგინეთ, რა კარგია, დილას თქვენს ულამაზეს აივანზე რომ მიირთმევთ ყავას, ხოლო სადილზე საკუთარი ხელით იქვე მოყვანილ ბოსტნეულს ამზადებთ.

თქვენს ბინაში მწვანე ოაზისის შესაქმნელად მხოლოდ რამდენიმე დეტალი დაგრჩათ „გორგიაში“ შესაძენი: გარე განათება, შეგიძლიათ გამოიყენოთ მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი, რომლის ფასიც მხოლოდ 2 ლარი და 70 თეთრია, არ საჭიროებს ელექტროენერგიას, მზის სხივებით იტენება და საღამოს ლამაზი, პატარა ლამპიონები, ნებისმიერ გარე სივრცეს დაამშვენებს.

ტერიტორია ვიზუალურად უკვე მზადაა. ახლა უკვე ავეჯის შეძენის დროა. პატარა ფართისთვის „გორგიაში“ კომპაქტური გარე ავეჯის კომპლექტის შეძენას შეძლებთ, რომელშიც მაგიდა და 2 სკამი შედის. მისი ფასი კი მხოლოდ 227 ლარია. პლასტმასის სკამის შეძენა კი საუკეთესო ფასად, 13 ლარად და 50 თეთრადაა შესაძლებელი. აქვე შეგიძლიათ, კომპაქტური დაწნული საქანელაც შეიძინოთ, რომელიც პატარა აივანზეც თავისუფლად დაგეტევათ. მისი ფასი კი მხოლოდ 350 ლარია.

იმ შემთხვევაში, თუ „გორგიას“ ფილიალებში მისვლას ვერ ახერხებთ, ან სულაც არ გაქვთ დრო სასიარულოდ, ჰიპერმარკეტი დისტანციურ მომსახურებას გთავაზობთ. www.gorgia.ge-ზე შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ საიტს უკვე დაემატა ონლაინ განვადების ფუნქციაც.

მოკლედ, ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ საკუთარ სახლში პატარა პერსონალური ოაზისი შეიქმნათ. მხოლოდ „გორგიაში“ მისვლა და ჩვენი რჩევების გათვალისწინება გრჩებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100